ჩემი ლექსები

წვიმა
ახმიანდა და...
ასკინკილით გადირბინა
სახურავებზე,
აცეტებულ გოგოსავით გადიკისკისა...
.მერე,  უეცრად
რაღაცაზე გაბრაზებული
ფანჯრის მინებზე
ც რ ე მ ლ ე ბ ი ვ ი თ
     ა
            მ
               ო
                   ი
                      კ
                        ი
                           ნ
                             ძ
                               ა


*  *  * 

ცხოვრება  რთულდება,  წლები  მემატება
ნერვები  მოითხოვს  უდიდეს  დაძაბვას,
და თუ  კი  ვერ  დავთმე  ზღაპრების  სამეფო
ვერ გადავიტანდი  ოცნების დაკარგვას

ვარ ამ ბილიკების  მარადი  მგზავრი
და აბგა  სავსე  მაქვს  იმედის  საგზალით,
წაბორძიკებული ყოველი ნაბიჯი
დაუბრკოლებლად  გავლას მასწავლის.

რაღაცა  არ  მაძლევს  სიმშვიდის  უფლებას
და  ბევრჯერ  მოკეთეც  გამიხდა  მწყრალი,
რომ  ვერ  დავეტევი საკუთარ კანში
შვილების  პატრონი  ოჯახის  ქალი

გზები  კი  ათას  განსაცდელს  მიმზადებს
ფხიზელი  გამიხდა  ყური და თვალი,
მოვკვდები  შვილებს  განძად  დავუტოვებ
სიყვარულს  ქვეყნის  და  იმედებს ხვალის...




1 comment:

  1. ძალიან მაგარია!კიდევ მრავალი ბწკარედი ჩამოგეთვალოს წლებთან ერთად კრიალოსანივით,ჩემო მზია!

    ReplyDelete